როგორ მუშაობს ბეტონის ქარხანა
მზა ბეტონის ქარხანა არსებობს სხვადასხვა სახის როგორებიცაა:
-
ქომპაქტური ბეტონის ქარხანა
-
სტაციონალური ბეტონის ქარხანა
-
მობილური ბეტონის ქარხანა
სტაციონალური ბეტონის ქარხანა და მისი მუშაობის პრინციპი თითქმის იგივეა რაც დანარჩენი ორი სახის მზა ბეტონის დამამზადებელი ქარხნები.
ქარხნებს გააჩნია ავტომატური მართვის სისტემები, სისტემის მეშვეობით დანადგარი ასრულებს ბეტონის მიქსისთვის საჭირო ყველა ნედლეულის ავტომატურად დოზირებას კომპიუტერის მეშვეობით მასალები როგორიცაა : შემვსები მასალები, ხრეში, ქვიშა მჭიდა ნივთიერება როგორიცაა წყლი და ზოგჯერ სპეციალური დანამატების ქიმიური სითხის შერევით და დაყალიბებით მზა ბეტონი მიიღება.
ბეტონის ქარხნის კომპონენტები შემდეგნაირია
- ნედლეულის ბუნკერი
- მასალების ამწონი (დოზატორი) კონვეიერული ლენტი.
- მასალების ტრანსპორტიორი კონვეიერი.
- შემვსები მასალების სალოდინე ბუნკერი.
- ბეტონშემრევი (მიქსერი)
- მართვის სისტემა – ოპერატორის ჯიხური
- ძრავ-რედუქტორები – კომპრესორები – წყლის საქაჩები
- ცემენტის სილოსი
ქარხანა ძირითადად შედგება ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილებიდან, მსგავსი კომპონენტების კონსტრუქციული წრედი არის ბეტონის ქარხანა.
ბეტონის ქარხნის მუშაობს პრინციპი კი შემდეგნაირია, წინასწარ დადგენილი მოსამზადებელი ბეტონის ოდენობა ოპერატორის მიერ შევა კომპიუტერში.
კომპიუტერული სისტემა გასცემს ბრძანებას და გაცემული ბრძნების მიხედვით ნედლეულის რეზერვის ბუნკერიდან ხრეში ქვიშის დოზირება განხორციელდება. აწონილი შემვსები მასალები ამწონი ლენტიდან გადავა ლენტურ კონვეიერზე, კონვეიერზე რომელიც მასალებს გადასცემს სალოდინე ბუნკერს.
სალოდინე ბუნკერის მეშვეობით ბეტონშემრევს შეუძლია იმუშაოს გაუჩერებლად.
ბუნკერში მოთავსებული ყველა ეს მასალა, სპეციაული დამცლელი მილით ჩაიყრება მიქსერში დაემატება წყალი და ცემენტი იმ ოდენობით რომელიც ანალოგიურად შეყვნილია კომპიუტერში.
ყველა ამ მასალის მიქსერში მოთავსების შემდეგ მართვის სისტემა მიქსერს გასცემს ბრძაებას ყველა ამ მასალის საჭირო ოდენობის და დროის განმავლობაში შერევისათვის. შერეული ეს მასალები უკვე მზადაა გადავიდეს ბეტონმზიდში (ტრანსმიქსრში).
ყველა ამ სამუსაოების დასულების შემდეგ ბეტონი მზადაა მოხდეს მისი წაღება პროექტზე რომლისთვისაც დამზადდა ის.
ქარხნის ყველაზე მთავარი ნაწილია ბეტონშემრევი – ბეტონმრევი – ბეტონის მეშალკა – მიქსერი, არსებობს სხვადასხვა ტიპის მიქსერები როგორიცაა
- სპირალური მიქსერი
- TWIN SHAFT ორ მლილიანი მიქსერი
- პლანეტარული მიქსერი
სპირალური მიქსერი გამოიყენაბ უფრო დაბალი წარმადობის მქონე ბეტონის ქარხნებში.
დანარჩენი სახეობა კი უფრო დიდ დანადგარებზე საათში 60 მ ³ და უფრო დიდი წარმადობის დანადგარებზე.
ბეტონშემრევს უნდა ქონდეს დამცავი ცვეთაგამძლე ფოლადის ფურცლები რაც უფრო მაღალი ხარისხის ფოლადით იქნება დამზადებული ეს დამცავი ფურცლები მით უფრო ხანგრძლივი გამოყენება ექნება მას, შესაძლებელია ამ დამცავი ფენების ასევე შეცვლა ზოგიერთ მოდელში.
მსოფლიოში საუკეთესო ბეტონის შემრევები (მიქსერები) მზადდება იტალიაში. ანუ სფეროში იტალია არის სახელგანთქმული ისე როგორც მიქსერების სამშობლო.
ფინალურად შეგვიძლია ვთქვათ რომ გამართული და მაღალი ხარისხის მიქსერის მქონე ბეტონის ქარხანა თქვენს კომპანიას მოემსახურება დიდი ხნის გამნმავლობაში.
საუკეთესო ხარისხის ბეტნის ქარხნის შეძენისათვის დაგვიკავშირდით კომპანია MEGA ბეტონის ქარხნები დაგიმზადებთ საუკეთესო ხარისხის მქონე დანადგარებს.