რა არის ბეტონი

რა არის ბეტონი

რა არის ბეტონი და როგორ მზადდება ის.

ბეტონი არის სამშენებლო მასალა რომელიც ყველაზე მეტად გამოიყნება სამშენებლო დარგში, მგონი არ არსებობს კიდევ ერთი ისეთი პროდუქტი რომელიც ამ დონემდე განიკიცხება მაგრამ ყველაზე მეტად გამოიყენება თითქმის მთელს მსოფლიოში.

არსებობს სხვადასხვა ბეტონის სახეობები და მათგან ზოგიერთი შემდეგნაირია:

–          1) განსაკუთრებით მძიმე ანუ ზემძიმე ბეტონი 2500 კგ/მ3 და მეტი

–          2) მძიმე (ჩვეულებრივი)  1800-2500 კგ/მ3

–          3) მსუბუქი – 500-1800 კგ/მ3 (ზოგჯერ შემსუბუქებული 1800-2200 კგ/მ3)

–          4) თბოსაიზოლაციო ანუ განსაკუთრებით მსუბუქი ბეტონი 500 კგ/მ3-მდე

მძიმე :

ბეტონის სიმკვრივე დიდადაა დამოკიდებული შემვსებზე. მაგ, ზემძიმე ბეტონში გამოიყენება ბარიტი, მაგნეზიტი, თუჯის და ტყვიის საფანტი, ფოლადის ბურბუშელა და ღერო. ზემძიმე ბეტონი განკუთვნილია სპეციალური (რადიოაქტიული ზემოქმედებისაგან დამცავი) ნაგებობისათვის.

ჩვეულებრივი ბეტონი :

ჩვეულებრივ ანუ მძიმე ბეტონში შემვსებად გამოიყენება მკვრივი ქანი: გრანიტი, ბაზალტი, კირქვა და ა.შ. მძიმე ბეტონს უფრო ხშირად იყენებენ სამრეწველო, სამოალაქო შენობების რკინაბეტონისა და ბეტონის კონსტრუქციებში, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, არხების, სატრანსპორტო და სხვა ნაგებობათა მშენებლობაში.

მსუბუქ ბეტონში გამოიყენება ბუნებრივი ან ხელოვნური ფოროვანი მსუბუქი მასალა. მსუბუქი ბეტონის დამზადება შეიძლება უქვიშოდ, მარტო მსხვილი შემვსებით (მსხვილფოროვანი ბეტონი). არსებობს მსუბუქი ბეტონის მრავალი ნაირსახეობა (ვერმიკულიტბეტონი, კერამზიტბეტონი, პემზაბეტონი, პერლიტბეტონი, ტუფბეტონი და სხვა). მათ ერთმანეთისაგან განასხვავებენ გამოყენებული შემვსების მიხედვით. მსუბუქ ბეტონს იყენებენ ისეთი შენობების გარე კედლებსა და გადახურვებში, რომლის კონსტრუქციული მასალა დაბალი სითბოგამტარობისა და მცირე წონის უნდა იყოს. მაღალი სიმტკიცის მსუბუქ ბეტონს (კონსტრუქციულს) ფართოდ იყენებენ სამრეწველო და სამოქალაქო შენობების მზიდ კონსტრუქციებში (უკანასკნელთა წონის შესამცირებლად). მსუბუქ ბეტონს განეკუთვნება აგრეთვე კონსტრუქციულ-თბოსაიზოლაციო და კონსტრუქციულ-უჯრედოვანი ბეტონი (მოცულბითი მასა 500-1200 კგ/მ3).

თბოსაიზოლაციო განსაკუთრებით მსუბუქი ბეტონი :

განსაკუთრებით მსუბუქ ბეტონს მიეკუთვნება უჯრედოვანი ბეტონი (აირბეტონი, ქაფბეტონი), რომელიც მიიღება შემკვრელის, დაფქული დანამატის და წყლის ნარევის სპეციალური მეთოდით აფუების შედეგად. უჯრედოვან ბეტონში შემვსებად რეალურად გამოდის ხელოვნურად შექმნილ უჯრედებში მყოფი ჰაერი. ზემსუბუქ ბეტონს იყენებენ უმთავრესად თბოსაიზოლაციო მასალად.

თუ გსურთ აწარმოოთ საუკეთესო ხარისხის მქონე ბეტონი თქვენ იმყოფებით სწორ მისამართზე MEGA ბეტონის ქარხნები გთავაზობთ, სხვადასხვა წარმადობის მქონე დანადგარებს 30 მ³ დან 120 მ³ მდე ბეტონის ქარხნებს. ჩვენს ინვენტარებშია უფრო დაბალი ელექტრო ენერგიით მომუშავე მართვის სისტემები და როგორც ადგილობრივი (თურქული წარმოება) Pan (მიქსერი) ბეტონშემრევი ასევე პლანატარული მიქსერები რომლებიც გამოიყენება ნაკლები წარმადობის მქონე აპარატებში მაგ. 30 მ ³.

რაც შეეხება უფრო დიდი ტევდობის მქონე დანადგარებს როგორიცაა 60 – 90 – 120 მ ³ / საათში მზა ბეტონი.  ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის TWIN SHAFT ბეტონშემრევებს (იტალიური წარმოება) ის აღჭურვილია გვერდების და ზედაპირის ცვეთამედეგი დამცავი NİHARD – HARDOX ფურცლებით რომლებსაც გააჩნია 1 წლიანი გარანტია.

ევრონორმების (EN 206-1) შესაბამისად, ბეტონების კლასიფიკაცია სიმკვრივის მიხედვით შემდეგია: 1) მძიმე ბეტონი, აღნიშვნა C, სიმკვრივე 2000-2600 კგ/მ3; 2) განსაკუთრებით მძიმე, აღნიშვნა HС, სიმკვრივე 2600 კგ/მ3-ზე მეტი და 3) მსუბუქი, აღნიშვნა LC (LC 1,0; LC 1,2; LC 1,4; LC 1,6; LC 1,8 და LC 2,0), სიმკვრივე 800-2000 კგ/მ3.

MEGA ბეტონის ქარხნების შეძენით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აწარმოოთ საუკეთესო ხარისხის მტკიცე მზა ბეტონი , დანადგარები გათვლილია 24 საათიანი სამუშაო პროცესისათვის.

რა თქმა უნდა შესაძლებელია ბეტონის სახეობებს დავარქვათ სხვადასხვა სახელი როგორიცაა მშრალი – სველი , კომერციული , ბეტონ ბლოკებისათვის (ეგრეთწოდებული მშრალი ბეტონი) და სხვა მრავალი სახის.

ასევე ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ბეტონის ქარხნის სხვადასხვა კომპონენტები როგორებიცაა ; ცემენტის სილოსი, ნედლეულის მიმღები ბუნკერი , შემვსები მასალების მიქსერზე მიმწოდებელი ლენტური კონვეიერები და სხვა ნებისმიერი ნაწილი. მოთხოვნილების მიხედვით დაგიმზადებთ ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ ნაწილს თქვენთვის სასურველი ზომებით და მოცულობით.

ბეტონი დაასხმის შემდეგ 48 საათში შრება მისი 75 % ხოლო დანარჩენი 25 პროცენტი ნელა ნელა შრება თითქმის 25 წლის განმავლობაში

კომერციული ბეტონი უმეტესად გამოიყენება მსგავს პროექტებში როგორიცაა :

–          შენობები .

–          ინფრასტრუქტურის სამუშაოები .

–          კომერციული და საწარმოო ობიექტების მსენებლობა .

–          გზების სამშენებლო სამუშაოებში .

–          ხიდისა და გვირაბის მშენებლობაში .

ბეტონის მწარმოებელი კომპანიები ხშირად ატარებენ ნაწარმის ხარისხის ლაბორატორიულ გამოკვლევებს რათ შეთავაზონ მომხმარებლებს უფრო მაღალი ხარისხის მზა ბეტონი.

ჩვენი კპმპანია გთავაზობთ ბეტონის ქარხნებს რომელიც დაამზადებს ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში მყოფ ნებისმიერი სახის ბეტონს.

30 მ³/საათი ბეტონის ქარხანა               60 მ³/საათი ბეტონის ქარხანა              90 მ³/საათი ბეტონის ქარხანა

Mega ბეტონის ქარხნები