ბეტონის ამრევები

ბეტონ შემრევი მიქსერის ტიპები და მათი მახასიათებლები

 ქარხნის ბეტონშემრევი (მიქსერის) სახეობები.

ბეტონის ქარხნის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ბეტონშემრევი – მიქსერი, არსებობს მიქსერის სხვადასხვა სახეობა როგორიცაა

  • PAN სპირალური მიქსერი

    PAN მიქსერი
    PAN მიქსერი
  • PLANET პლანეტარული მიქსერი ვერტიკალური

  • TWIN SHAFT მიქსერი

სახეობები გამოიყენება სხვადასხვა წარმადობის მქონე ბეტონის დანადგარებში სხვადასხვა წარმადობის მქონე ქარხნებისთვის.

არსებობს სხვადასხვა მოცულობის მქონე ბეტონშემრევები 0.5 მ³ დან დაწყებული 6 მ³_მდე და უფრო დიდი წარმადობის მქონე მიქსერები. მაგალითად 3 მ ³ იან ბეტონშემრევს შეუძლია ერთ მორევაზე დაამზადოს 2 მ³ მზა ბეტონი. თუ შემდეგნაირად ვიანგარიშებთ რომ მსგავს ბეტონმრევს შეუძლია 1 საათში შეასრულოს 60 ჯერ შერევა რაც საათში 120 მ ³ მზა ბეტონს ნიშნავს, ანუ ანალოგიური მიქსერი (3 მ³) არის 120 მ³ / საათში ბეტონის დამამზადებელი ქარხნისთვის.

მიქსერებს სიდიდის მიხედვით გააჩნია რამოდენიმე შემრევი მკლავი რაც უფრო დიდია მიქსერი მით უფრო მეტი შემრევი მკლავი და დანა აქვს მას.

ხაარისხიანი მტკიცე ბეტონის წარმოებისთვის საჭიროა მაღალი ხარისხის მიქსერი, მას უნდა ქონდეს ავტომატური შეზეთვა, მაღალი წნევის მქონე წყლის ნაკადით თასის გამორეცხვის უნარი და ფართო სარემონტო არხი. ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ჰომოგენურად შერევის უნარის მქონე მსოფლიოში უმაღლესი ხარისხის ბეტონის საზელად აღიარებული TWIN SHAFT ორ მილიანი ბეტონის შემრევები.

TWIN SHAFT მიქსერების უპირატესობები 

  1. შერევის მაღალი ხარისხი.
    PLANET ბეტონის შემრევი
    PLANET მიქსერი
  2. ექსპლუატაციისა და მოვლის სიმარტივე.
  3. დათქმულზე ნაკლებ დროში შერევის დროსაც კი შერევის მაღალი ერთგვაროვნობა.
  4. მაღალი სიმტკიცის მიქსერის შიდა (ზედაპირის – გვერდების ) ცვეთამედეგი ფენები.
  5. მარტივი მოვლა ფართო სარემონტო არხის სახურავით, ჭანჭიკებიანი შესაცვლელი ჯავშნებით.
  6. დაბალი რესტავრაციის ხარჯები.
  7. ნებისმიერი სახის ბეტონის წარმოება.
  8. კომპაქტური დიზაინის წყალობით, ის ადვილად შეიძლება ინტეგრირებული იყოს ბეტონის ქარხნებში.

მიქსერების ფოლადის კონსტრუქციის კორპუსები შექმნილია გამძლეობისა და მომსახურების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად, ხოლო მიქსერი შიგნიდან დაფარულია Hardox – SSAB (შვედეთი) ბრენდის მაღალი ხარისხის ცვეთამედეგი ჯავშნები. რომლების შეცვლაც შესაძლებელია.

რაც უფრო დიდი წარმადობისაა თქვენი ბეტონის ქარხანა მით უფრო დიდი მოცულობის ბეტონის საზელი იქნება საჭირო. არსებობს ბეტონშემრევები რომლებსაც გააჩნია 2 ცალი დამცლელი ხახა, ავტომატიური შეზეთვის აპარატი, უფრო ფართო სარემონტო არხი და მისი საფარი რის მეშვეობითაც უფრო ადვილია მიქსერის მოვლა, დამცავი ცვეთასაწინააღმდეგო ფოლადის ფურცლების  მისი მომრევი მკლავების და პალეტების შეცვლა.

ბეტონის მიქსერი
TWIN SHAFT

თუ ბეტონის ქარხანას გააჩნია ნედლეულის მიმღები საცდელი ბუნკერი, მიქსერს შეუძლია იმუშაოს გაუჩერებლად. მიქსერის მოზელვის მუშაობის შესრულებისას ლენტური კონვეიერი შემვსები მასალებით კვებავს სალოდინე ბუნკერს , როცა მიქსერი დაიცლება საცდელი ბუნკერიდან მასალა ჩაიყრება მიქსერში დაემატება წყალი ცემენტი სა სურვილისამებრ ქიმიური დანამატი (ბეტონის გამაძლიერებელი) და ხელახლა შერევით გაუჩერებლად მიიღება ბეტონი.

ჩვენს მიერ დამზადებული ბეტონის ქარხნები აღჭრვილია უმაღლესი ხარისხის ბეტონ შემრევებით, რომლებიც დაცულია HARDOX და NI-HARD ცვეთამედეგი დამცავი ფენებით. როგორც მოგესნებათ ქარხნის ყველაზე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბეტონშემრევი, აქედან გამომდინარე ჩვენ დიდი წარმადობის მქონე ქარხნებში გამოვიყენებთ მაღალი ხარისხის მქონე იტალიური წარმოების TWIN SHAFT ორ მილიან მიქსერებს რომელსაც მოყვება იგივე ბრენდის ავტომატიური შეზეთვის აპარატები, აქვს ავტომატიური გარეცხის ფუნქცია და სარემონტო არხი, სარემონტო არხის ფართო საფარი.

კომპანია MEGA ბეტონის ქარხნები დაგიმზადებთ თქვენთვის საუკეთესო ქარხნებს, ნებისმიერ ბიუჯეტზე მორგებულ, სრულად ავტომატიური მართვის სისტემები, სამონტაჟო სამუშაოების ნაკლები დანახარჯი.

კომენტარის დატოვება