ბეტონის ქარხნის დამზადების პროცესი

ჩვენ გაგიზიარებთ თქვენთვის საინტერესო, დიდი სიზუსტით მომზადებულ ბეტონის ქარხნების წარმოების თავგადასავალს. ვიდეოს ქვემოთ მოცემულ სექციებში შეგიძლიათ იპოვოთ პასუხები თქვენს ყველა კითხვაზე იმის შესახებ თუ რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია კომერციული პირობებისა და ბეტონის ქარხნის შეძენის ეტაპების შესახებ.

ზოგი მიზეზი ჩვენი არჩევისთვის

რატომ MEGA EXPORT & IMPORT

» ადვილი კომუნიკაცია თქვენთვის სასურველ ენაზე
» დროული წარმოება – მიწოდება და მონტაჟი
» უსაფრთხო ვაჭრობა ფიქსირებული ფასის გარანტიით
» ექსპორტში გამოცდილი ჯგუფის 24/7 ონლაინ მხარდაჭერა » წარმოების პროცესის ონლაინ კონტროლი » გადაზიდვის პროცესის ონლაინ კონტროლი » უფასო მოსამზადებელი ინფრასტუქტურის პროექტი » უფასო ოპერატორის ტრენინგი » ლიზინგით და აკრედიტივით მარტივად ვაჭრობის შესაძლებლობა
გააგრძელე კითხვა

რატომ MEGA ბეტონის ქარხანა

» ხარისხიანი პროდუქცია – ხელმისაწვდომი ფასები » ენერგო ეფექტური – მინიმალური ხარჯები » ნაკლები ინფრასტრუქტურის მომზადების და სამონტაჟო ხარჯები » მინიმალური მუშა პერსონალით მაქსიმალური მომგებიანობა » ნებისმიერ ბიუჯეტზე ორიენტირებული მართვის სისტემები » მრავალენოვანი მართვის პროგრამები » სხვადასხვა სიმძლავრის ენერგიებზე მომუშავე ელექტრო პანელები » დაშლილი დიზაინით ეკონომიური გადაზიდვა » დაბალი ტექნიკური ღირებულება და სათადარიგო ნაწილები ხელმისაწვდომია ყველა ქვეყანაში » ადვილად დაშლის და სხვა ტერიტორიაზე გადატანის შესაძლებლობა
გააგრძელე კითხვა

სპეციალური გარანტია და სერვისი

» წარმოებიდან გამომდინარე ხარვეზებზე 3 წელი გარანტია » ბეტონის ამრევის ბრონების 1 წელი გარანტია » ეკონომიური სათადარიგო ნაწილების გაყიდვები გარანტიის ბოლოს » საგარანტიო პერიოდის 5 წლამდე გახანგრძლივების შესაძლებლობა ფასის სხვაობით » საერთაშორისო ვალიდობა საგარანტიო ვალდებულებებში » გაუმართაობის მყისიერი გამოვლენა ობიექტთან დისტანციური კავშირით » მინიმუმ 10 წლიანი საწყობის მარაგის გარანტია თითოეული ნაწილისთვის » თურქეთის ტერიტორიაზე გაუმართაობის შემთხვევაში მაქსიმუმ 48 საათში ჩარევის გარანტია » მაქსიმუმ 72-120 საათის ინტერვენცია საზღვარგარეთ არსებულ ჩვენს ობიექტებში გაუმართაობის შემთხვევაში – (მითითებული დრო არ მოქმედებს იმ ქვეყნებისთვის რომლებშც შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სავიზო მოწვევით)
გააგრძელე კითხვა

ჩვენი გაყიდვების წარმომადგენლები

თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების წარმომადგენელს თქვენს მიერ არჩეულ ენაზე, რათა დაადგინოთ სწორი საჭიროებები თქვენი კონკრეტული ქარხნის პროექტებისთვის. ჩვენი გაყიდვების გუნდი თქვენს სამსახურშია 24/7 განმავლობაში,ჩვენ ვიცით საიმედო და ხელმისაწვდომი მომხმარებლის მომსახურების მნიშვნელობა.

შესყიდვის ეტაპები

ჩვენთან ბეტონის ქარხნის ყიდვა ისეთივე მარტივია, როგორც მეზობელი ქალაქიდან რამე პროდუქტის შეძენა. ჩვენ შევქმენით მთელი საექსპორტო და კომერციული სტრუქტურა ამ კომფორტის უზრუნველსაყოფად. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემული ნაბიჯები ან დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების წარმომადგენლებს.

ზოგადი კომერციული პირობები
 
» ყველა ჩვენს კონტრაქტს აქვს საერთაშორისო მოქმედება. – (დამტკიცებულია სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ექსპორტიორთა ასოციაციის მიერ)
» მითითებული ფასები მოცემულია როგორც Ex Works პროდუქციის (ქარხნიდან მიწოდება). ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია ბეტონის ქარხნის სატრანსპორტო მანქანებზე დატვირთვასთან, ეკუთვნის ჩვენს კომპანიას.
» ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ყველა საჭირო ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოს ჩვენი მომხმარებლების მიერ შეკვეთილი პროდუქციის ტრანსპორტირება ხელმისაწვდომ ფასებში.
» თურქეთის ფარგლებს გარეთ გაყიდვებზე გადასახადი არ იბეგრება.
» გადახდები ; გზავნილი ბანკიდან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად ჩვენს ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე. თანხის 30% შეკვეთის დასაწყისში — 40% საწარმოო პროცესის შუა პერიოდში — დარჩენილი 30% დასრულების შემდეგ მიწოდებამდე.
» ჩვენი კომპანია უფასოდ მოგცემთ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც უნდა მოამზადოთ იმ ტერიტორიისთვის სადაც უნდა განთავსდეს ბეტონის ქარხანა.
» ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებას და სატესტო წარმოებას ჩვენი კომპანია უფასოდშეასრულებს. მყიდველს ეკუთვნის ინსტალაციის გუნდის ვიზა – ტრანსფერის და განსახლების ხარჯები.
 
ვრცლად
1.ეტაპი – კონტრაქტი
 
» სასურველი პროდუქციის იდენტიფიცირება ჩვენი გაყიდვების ასისტენტის დახმარებით, თქვენთვის სასურველ ენაზე
» ჩვენ მიერ განსაზღვრული პროდუქციისთვის ყველაზე შესაფერისი ფასის შეთავაზების მომზადება და თქვენს დასამტკიცებლად წარდგენა.
» ჩვენ მიერ მითითებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების მომზადება და თქვენს დასამტკიცებლად წარდგენა
» თქვენ მიერ პირველი შეკვეთის ავანსის 30%-ის გადახდის შემდეგ, წარმოებისთვის საჭირო მზადების დაწყება.
 
ვრცლად
2.ეტაპი – პროექტირება
 
» cჩვენი ინჟინრების მიერ განსაზღვრული პროდუქციის საწარმოო პროექტის შექმნა
» ჩვენი ინჟინრების მიერ ბეტონის ქარხნის დამონტაჟების ტერიტორიის სწორი განლაგების განსაზღვრა
» ინჟინრების მიერ ინფრასტრუქტურული პროექტის შექმნა იმ ტერიტორიისთვის, სადაც იგეგმება ბეტონის ქარხნის მონტაჟი.
» მომზადებული საწარმოო და ინფრასტრუქტურული პროექტის თქვენს დასამტკიცებლად წარდგენა და წარმოების დაწყება.
 
ვრცლად
3.ეტაპი – წარმოება
 
» კომპონენტების წარმოება დაშლილ მდგომარეობაში შექმნილი საწარმოო პროექტის შესაბამისად
» ცალკ-ცალკე დამზადებული ნაწილების შეღებვა.
» შეღებილი იმ აღჭურვილობის ნაწილების შეერთება, რომლებიც ტრანსპორტირებისას დიდ მოცულობას არ დაიკავებენ
» აღჭურვილობის ფრთხილად ნუმერაცია და შეფუთვა, რომელიც შეინარჩუნებს მოცულობას ტრანსპორტირებაში – (დიდი მოცულობის აღჭურვილობა, რომელიც ტრანსპორტირებისას კონტეინერში არ ჯდება, ჩვენი ასამბლეის ჯგუფის მიერ შეიკრიბება იმ ადგილას, სადაც დამონტაჟდება ქრხანა)
» თქვენ მიერ შესრულებული 40% შუალედური გადახდის შემდეგ, იწყება დასრულებული ნაწილების გადაზიდვისთვის მზადება – (გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ თქვენ გადმოგეცემათ IP პაროლი, პაროლის მეშვეობით თქვენი ბეტონის ქარხნის წარმოების ეტაპებს შეგიძლიათ უყუროთ პირდაპირ ჩვენს ვებგვერდზე).
 
ვრცლად
4.ეტაპი – გადაზიდვა
 
» წარმოების დასრულებამდე მინიმუმ 10 დღით ადრე მოგაწვდით ინფორმაციას მიწოდების თარიღის შესახებ – (შეგიძლიათ მიიღოთ ფასის შეთავაზება თქვენი ქვეყნის გადამზიდავი კომპანიებისგან, ასევე მიიღოთ დახმარება ჩვენი კომპანიის გამოცდილი ლოჯისტიკური გუნდისგან, რათა შეძლოთ პროდუქციის ტრანსპორტირება ეკონომიურ ფასებში)
» ჩვენი საექსპორტო გუნდის მიერ თქვენი ქვეყნის საბაჟოზე მოქმედი ყველა დოკუმენტის მომზადება – (ჩვენს კომპანიას აქვს ყველა ქვეყნის საბაჟოზე მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატები, განსაკუთრებით წარმოების კვალიფიკაციის სერტიფიკატი. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ თქვენს საბაჟო პროცედურებს, გაუმკლავდებით საბაჟო პროცედურას მარტივად, თითქოს ყიდულობთ პროდუქციას არა სხვა ქვეყნიდან არამედ თქვნი მეზობელი ქალაქიდან)
» პროდუქციის ჩატვირთვა გადამზიდავ მანქანებში შესრულებული საბოლოო 30%’ის გადახდის შემდეგ – (შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენი ბეტონის ქარხნის გადაადგილებას,მოწოდებული კონტეინერის ნომრების მეშვეობით პირდაპირ ჩვენს ვებგვერდზე).
 
ვრცლად
5.ეტაპი – მონტაჟი
 
» ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩვენი ინჟინრის მიერ გადმოცემული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შესახებ, თქვენი კომპანიის მიერ დამტკიცება.
» თქვენი კომპანიისგან თანხმობის მიღება, რომ მონტაჟისთვის საჭირო ყველა აღჭურვილობა მომზადებულია.
» ინსტალაციის თარიღის განსაზღვრა და საჭირო ვიზების მოპოვება ჩვენი სამონტაჟო ჯგუფისთვის თქვენს ქვეყანაში შესასვლელად
» ჩვენი ინსტალაციის გუნდის ტრანსპორტირება მითითებულ თარიღზე და ბეტონის ქარხნის მონტაჟი
» ბეტონის ქარხნის საცდელი წარმოება, თქვენს მიერ განსაზღვრული ავტორიზებული პერსონალისთვის საოპერატორო ტრენინგის ჩატარება.
 
ვრცლად

შეუერთდი MEGA EXPORT’ს

ყოველწლიურად ვმუშაობთ ჩვენი ბრენდის გასაუმჯობესებლად, ჩვენი მომხმარებლებისთვი საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებაზე. ნებისმიერი პროექტისთვის შესაბამისად დამზადებული ჩენი უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ჩვენი მომხმარებლები აგრძელებენ წარმატებულ ბიზნეს საქმიანობას. დაგვიკავშირდით რომ ჩაერთოთ ამ ისტორიაში.

ხშირად დასმული კითხვები

ბეტონის ქარხნის დამზადებისას მყიდველის მიერ ნებისმიერ ქვეყანაში ადვილად მოსაძიებელ საუკეთესო ხარისხის კომპონენტებს გამოვიყენებთ. ტექნოლოგიური სიახლეების მიუხედავად ჩენ ვინახავთ ნებისმიერ სათადარიგო ნაწილს ჩვენს საწყობებში 10 წლის განმავლობაშ.

ველა ჩვენი პროდუქტი გარანტირებულია 3 წლის განმავლობაში წარმოების დეფექტების წინააღმდეგ. გარდა ამისა მიქსერის ცვეთა გამძლე ფენები გარანტირებულია 1 წლის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ საგარანტიო ვადა 3+2=5 წლამდე თანხის მხოლოდ 5% ფასის სხვაობით.

ნებისმიერი ბრენდის ქვაფენილის – ბორდიურის – ბლოკის დამამზადებელი დანადგარებისთვის საჭირო ბეტონის მიღება შეგიძლიათ თქვენი ქარხნის ამრევიდან. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არჩეული ბეტონის ამრევის ტიპი და არეალის პროექტი. გამოხდილი ჩვენი გუნდის დახმარებით თქვენი დანადგარისთვის დაგიმზადებთ პროექტს რომლის მეშვეობითაც ერთი ბეტონის ქარხნით შეგეძკებათ დაამზადოთ თან ბეტონი თან ქვაფენილის ფილის – ბორდიურის – ბლოკის დასამზადებელი მასალა.

კომპანია MEGA ბეტონის ქარხნები იღებს მოთხოვნებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ შუამავლებისგან. პრობლემების გამო, რომლებიც წარმოიქმნება ჩვენი ბრენდის ღირებულების დასაცავად შუამავლების მეშვეობით განხორციელებულ გაყიდვებში, ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ კომპანიებთან, რომლებიც ჩვენი დილერები არიან, განსაკუთრებით ევროპის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ თქვენი დილერობასთან.

ჩვენი სპეციალური საკამერო სისტემის IP მისამართით, რომელიც მოგეცემათ ბეტონის ქარხნის ხელშეკრულებების ორმხრივი ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით შეგიძლიათ უყუროთ დამზადების პროცესში მყოფი თქვენი ბეტონის ქარხნის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან.

გვაქვს პროდუქციის წარმოების კვალიფიკაციის ნებისმიერი სერტიფიკატი, ასევე საერთაშორისო სერთიფიკატები, რომლებიც მოქმედებს ყველა ქვეყნის საბაჟოზე. სერტიფიკატების მეშვეობით თქვენ ადვილად გაივლით საბაჟო დეკლარაციას, თითქმის ყიდულობთ პროდუქციას თქვენი ქვეყნის ნებისმიერი ქალაქიდან და არა თითქოს სხვა ქვეყნიდან.

დამზადებული და მიწოდებული ბეტონის ქარხნების ადგილზე აწყონის და ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოებისთვის ჩვენ დამატებით თანხას არ მოვითხოვთ. გარდა ამისა, სატესტო წარმოების შემდეგ, ჩვენ უფასოდ ვუწევთ ოპერატორის საჭირო ტრენინგს თქვენი კომპანიის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს, მთელი სისტემის მუშაობისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის შესახებ.

ბეტონის ქარხნის წარმოების ფაზის დასრულების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში მიჰყვეთ პროდუქციის მარშრუტს იმ კონტეინერის ნომრით, რომელსაც ჩვენი ლოგისტიკური მხარდაჭერის ჯგუფი მოგცემთ.

ცოცხალი თვალთვალის სისტემა

თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ თქვენს მიერ შეკვეთილი ბეტონის ქარხნის წარმოების ფაზას პირდაპირ ეთერში იმ პირადი IP მისამართიდან, რომელსაც ჩვენ მოგაწვდით. თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ იმ ბეტონის ქარხნების გადაზიდვის პროცესს, ჩვენ მიერ მოწოდებული ტვირთის თვალთვალის ნომრით.

თვალყური ადევნეთ თქვენი შეკვეთების წარმოებას ონლაინ რეჟიმში

შეთანხმების შემდეგ ნახვა შესაძლებელია ჩვენი მომხმარებლებისთვის მიცემული IP მისამართით.

თვალყური ადევნეთ თქვენი შეკვეთების მიწოდებას ონლაინ რეჟიმში

შეთანხმების შემდეგ, მისი ნახვა შესაძლებელია კონტეინერის ნომრით, რომელიც გადაეცემა ჩვენს მომხმარებლებს.