30 m3 ბეტონის ქარხანა (PLANET ტიპის ამრევით)
პროდუქციის აღწერა
მზა ბეტონის მისაღებად საჭირო; ხრეში, ქვიშა, ცემენტი, წყალი და ქიმიური დანამატის მაგვარი აგრეგატების სპეციალურად მომზადებული მასალების მომმარაგებელი ადგილებიდან, კომპიუტერული მართვის სისტემის მეშვეობით წინასწარ განსაზღვრული ოდენობით აიწონება და გადაეცემა ბეტონშემრევს (მიქსერი). ბეტონის ქარხანა მიქსერში მოთავსებული ამ აგრეგატების შერევით, მზა ბეტონად გადამქცევ სისტემას ეწოდება. მიქსერს შეუძლია მოზილოს : საათში 30 მ³ ბეტონი. მითითებული ქარხნის წარმადობა დამატებული შუალედური მკვებარი ბუნკერის მეშვეობით შესაძლებელია გაიზარდოს საათში 38 მ³-მდე. სისტემაში საკმარისი ინერტული მასალების მიწოდების შემთხვევაში ქარხანას შეუძლია იმუშაოს გაუჩერებლად 24 საათიანი გრაფიკით.
ყატარის დედაქალაქ დოჰა’ში მაცხოვრებელ ჩვენს დამკვეთს ჩვეულებრივი ბეტონის ქარხნიდან განსხვავებით ბლოკის & ქვაფენილის დამამზადებელ დანადგარი სჭირდებოდა. ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, ჩვენს youtube არხზე გამოქვეყნებულ “კონვეიერის სისტემით ბეტონის ქარხანა” ვიდეოს ნახვის შემდეგ დაგვიკავშირდა. განხორციელებული ვიდეო კონფერენციით დამკვეთს მივაწოდეთ დანადგარის და სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მომხმარებელმა უახლოეს დროში განახორციელა ჩვენი ქარხნის ვიზიტი.
საწარმოო ხაზების დათვალიერების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა დამკვეთს წარუდგინა მოთხოვნილი პროექტის ვიდეო თხრობა. ჩვენს მიერ დამზადებულ სისტემაში Planet ტიპის ამრევს გააჩნია ბეტონის ორმაგი დამცლელი ხახა. კომპიუტერული სისტემიდან რეცეპტის მიხედვით დამზადებული ბეტონი ერთი დამცლელი მილიდან მიეწოდება ბლოკის დანადგარს, მეორე მილიდან ბეტონმზიდს. სისტემის დეტალური ახსნის შემდეგ ყველა საკითხში დარწმუნებულ დამკვეთთან გაფორმდა ხელშეკრულება ბლოკის დანადგართან დაწყვილებულ საათში 30 მ³ წარმადობის ბეტონის ქარხანაზე.
მომზადებულ ტექნიკურ ნახაზებზე მომხმარებლის მიერ ხელმოწეერის და დადასტურების შემდეგ, ჩვენმა მწარმოებელმა ჯგუფმა დაასრულა ბეტონის ქარხნა სულ რაღაც 4 კვირაში. „წარმოების თვალთვალის სისტემის“ მეშვეობით, ჩვენს მომხმარებელს საშუალება ჰქონდა თვალყური ედევნა საკუთარი ბეტონის ქარხნის წარმოების ყველა ეტაპზე.
ჩვენს მიერ გაწეული ლოჯისტიკური მხარდაჭერის წყალობით, ბეტონის ქარხნის ტრანსპორტირების ხარჯები ქალაქ დოჰამდე გაცილებით დაბალ ფასში მოხერხდა, გამოცდილმა ინსტალაციის ჯგუფმა ბლოკის დანადგარის და ბეტონის ქარხნის სამონტაჟო სამუშაოები სულ რაღაც 6 დღეში დაასრულა. ბეტონის და სამშენებლო ბლოკის სატესტო წარმოების შემდეგ, სრულად უფასოდ განხორციელებული საოპერატორო მომზადება წარმატებით დასრულდა და ოპერატორს გადაეცა სერტიფიკატი.
ჩვენ ყურადღებით და ერთგულად ვიმუშავეთ ყველა ამ ეტაპზე, რათა სრულად დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნილებები. დამონტაჟებული და ექსპლუატაციაში გაშვებული ამ ბეტონის ქარხნის მოკლე მუშაობის პროცესის ვიდეოც მოვამზადეთ. კომპანია MEGA’ს მიერ დამზადებული და სხვადასხვა ქვეყნებშ დამონტაჟებული ბეტონის ქარხნების მეტი ვიდეო რგოლის სანახავად მეწვიეთ ჩვენს “YouTube” არხს. ქარხნების სწრაფი ფასის მისაღებად შეავსეთ “მიიღეთ ფასი” ფორმა.