30 m3 ბეტონის ქარხანა (PAN ტიპის ამრევით)
პროდუქციის აღწერა
მზაბეტონის მისაღებად საჭირო; ხრეში, ქვიშა, ცემენტი წყალი და დანამატის მაგვარი აგრეგატების, სპეციალურად მომზადებული ინერტული შემვსები მასალების მომარაგების ადგილებიდან, კომპიუტერული მართვის სისტემის მეშვეობით წინასწარ განსაზღვრული ოდენობით აიწონება და გადაეცემა ბეტონშემრევს (მიქსერი). ბეტონის ქარხანა მიქსერში მოთავსებული ამ აგრეგატების შერევით, მზა ბეტონად გადამქცევ სისტემას წოდება. მიქსერს შეუძლია მოზილოს : საათში 30 მ³ ბეტონი. ქარხნის წარმადობა შეიძლება გაიზარდოს 38 მ³-მდე დამატებითი შუალედური ბუნკერის მეშვეობით რომელიც დაემატება სისტემას, ნედლეულის უწყვეტი კვებისათვის. სისტემაში საკმარისი ინერტული მასალების მიწოდების შემთხვევაში ქარხანას შეუძლია იმუშაოს გაუჩერებლად 24 საათიანი გრაფიკით.
ქვეყანა სენეგალი რომელიც მდებარეობს აფრიკის კონტინენტის შუაგულში, ქალაქ დაკარში მაცხოვრებ ჩვენს დამკვეთს განსხვავებულ სამშენებლო პროექტებში გამოსაყენებლად ბეტონის დამამზადებელი ქარხნის ძებნით იყო დაკავებული. ინტერნეტ სივრცეში მოკლე ვადიანი ძებნის შემდეგ ჩვენი ვებსაიტის ნახვის და დათვალიერების შემდეგ, მათთვის სასურველ ენაზე მოსაუბრე ჩვენი კომპანიის გაყიდვების წარმომადგენელთან დაკავშირებით წინასწარი შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ ძალიან მალე დამკვეთი ეწვია ჩვენს კომპანიას ადგილზე მოინახულა ჩვენი საწარმოო ხაზი და სხვადასხვა ქვეყნებში გადასაზიდად გამზადებული ბეტონის ქარხნები.
გამოცდილმა გაყიდვების ჯგუფის და დამკვეთის ერთობლივი მუშაობის შედეგად გაფორმდა კონტრაქტი ბეტონის ქარხანაზე, რომლის წარმადობაც საათშია 30 მ³ მზა ბეტონია. ჩვენმა ექსპერტ-ინჟინერთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ხელშეკრულებაში შეტანილი პროდუქტების და ბეტონის ქარხნის მონტაჟისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტის მისამზადებლად.
მომზადებულ ტექნიკურ ნახაზებზე მომხმარებლის მიერ ხელმოწეერის და დადასტურების შემდეგ, ჩვენმა მწარმოებელმა ჯგუფმა დაასრულა ბეტონის ქარხნის წარმოება 3 კვირაში. „წარმოების თვალთვალის სისტემის“ წყალობით, ჩვენს მომხმარებელს საშუალება ჰქონდა თვალყური ედევნა საკუთარი ბეტონის ქარხნის წარმოების ყველა ეტაპზე.
დამკვეთისთვის გაწეული ლოჯისტიკური მხარდაჭერის მეშვეობიტ, ბეტონის ქარხნის ტრანსპორტირების ხარჯები სენეგალამდე გაცილებით ხელმისაწვდომ ფასში გამოვიდა, ჩვენმა გამოცდილმა ინსტალაციის ჯგუფმა დაასრულა სამონტაჟო სამუშაოები სულ რაღაც 4 დღეში. დამონტაჟებული ბეტონის ქარხნის სატესტო წარმოება და ოპერატორის მომზადება წარმატებით განხორციელდა.
ჩვენ ყურადღებით და ერთგულად ვიმუშავეთ ყველა ამ ეტაპზე, რათა სრულად დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნილებები და მოლოდინები. დამონტაჟებული და ექსპლუატაციაში გაშვებული ბეტონის ქარხნის მოკლე მუშაობის პროცესის ვიდეოც მოვამზადეთ. ჩვენს მიერ დამზადებული ბეტონის ქარხნების მეტი ვიდეოს სანახავად იხილეთ ჩვენი “YouTube” არხი. ბეტონის ქარხნების სწრაფი ფასის მისაღებად შეავსეთ “მიიღეთ ფასი” ფორმა.
მიიღე ფასი
30 m3 ბეტონის ქარხანა ტექნიკური მონაცემები
სხვა წარმადობის ბეტონის ქარხნების სანახავად დააჭირეთ
სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული განსხვავებული პროექტებით და გამოწვევებით მიღებული დიდი გამოცდილებით, მამაცად შეგვიძლია დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი სირთულის და სიდიდის მქონე პროექტი. ჩვენი მთავარი ძალისხმევაა მაქსიმალურად გავზარდოთ მომზადებული პროდუქციის ეფექტურობა რაც გაზრდის ჩვენი ძვირფასი მომხმარებლების ბიზნეს პოტანციელს.