120 m3 ბეტონის ქარხანა (TwinShaft ტიპის ამრევით)
პროდუქციის აღწერა
მზა ბეტონის მისაღებად საჭირო; ხრეში, ქვიშა, ცემენტი, წყალი და ქიმიური დანამატის მაგვარი აგრეგატების სპეციალურად მომზადებული მასალების მომმარაგებელი ადგილებიდან, კომპიუტერული მართვის სისტემის მეშვეობით წინასწარ განსაზღვრული ოდენობით აიწონება და გადაეცემა ბეტონშემრევს (მიქსერი). ბეტონის ქარხანა მიქსერში მოთავსებული ამ აგრეგატების შერევით, მზა ბეტონად გადამქცევ სისტემას ეწოდება. მიქსერს შეუძლია მოზილოს : საათში 120 მ³ ბეტონი. მითითებული ქარხნის წარმადობა დამატებული შუალედური მკვებარი ბუნკერის მეშვეობით შესაძლებელია გაიზარდოს საათში 135 მ³-მდე. სისტემაში საკმარისი ინერტული მასალების მიწოდების შემთხვევაში ქარხანას შეუძლია იმუშაოს გაუჩერებლად 24 საათიანი გრაფიკით.
ჩვენი მომხმარებელი, რომელიც მდებარეობს ერაყში, ერბილის რეგიონში, დიდ სამშენებლო პროექტებში გამოსაყენებლად ინტერნეტ სივრცეში ეძებდა ბეტონის ქარხნების მწარმოებელ კომპანიებს. მოწერილი მეილის შემდეგ ჩვენმა გაყიდვების წარმომადგენელმა ძალიან მალე უპასუხა დამკვეთს მათ მშობლიურ ენაზე, ისინი 3 დღის შემდეგ მოვიდნენ MEGA კომპანიის გაყიდვების ოფისში.
საწარმოში მომხმარებელმა დეტალურად დაათვალიერა ბრონების 1 წლიანი გარანტიის მქონე “იტალიური Twin shaft ტიპის ამრევით” დაკომპლექტებული ჩვენი ბეტონის ქარხანა. გამოცდილი გაყიდვების ჯგუფის დახმარებით მოხერხდა განსაკუთრებით დიდი პროექტებისთვის შესაფერისი, საათში 120 მ³ მზა ბეტონის დამამზადებელი Promix 120 TW ბეტონის ქარხნაზე შეთანხმება და გაფორმდა ხელშეკრულება.
ინჟინერთა და საველე ჯგუფმა დაასრულეს პროექტის დიზაინი და ინფრასტრუქტურის მომზადების სამუშაოები ამ დიდი ობიექტისთვის. ჩვენმა გამოცდილმა მწარმოებელმა გუნდმა ქარხნის წარმოება სულ რაღაც 4 კვირაში განახორციელა.მომხმარებელს აღარ დასჭირდა ჩვენი ქარხნის ხელმეორედ მონახულება ვინაიდან მათ გადავეცით „წარმოების თვალთვალის სისტემის“ IP მისამართი რის მეშვეობითაც დამკვეთს შეეძლო ნებისმიერ დროს შესულიყო სისტემაში და გადაემოწმებინა თავისი შეკვეთის წარმოების პროცესის ყველა ეტაპი.
ჩვენი ლოგისტიკური მხარდაჭერის გუნდის ფართო ქსელისა და დეტალური მუშაობის მეშვეობით, ერაყში ტვირთი გაიგზავნა ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად.მონტაჟის ჯგუფმა დაასრულა ინსტალაციის პროცესი 5 დღის მუშაობის შემდეგ.წარატებით ჩატარდა და დასრულდა ოპერატორის გაწვრთნა-ტრენინგი რომელსაც უფასოდ ატარებს ჩვენი კომპანია.ბეტონის სატესტო წარმოებაში არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია.
მომხმარებელს ვუსურვებთ წარმატებებს თავიანთ ახალ სამშენებლო პროექტებში. თქვენთვის და მომხმარებლისთვის მოვამზადეთ მოკლე ვიდეო 120 იანი ბეტონის ქარხნის. უფრო მეტი ვიდეოს სანახავად გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს “YouTube” არხს.ბეტონის ქარხნების სწრაფი ფასის მისაღებად გთხოვთ შეავსეთ “მიიღეთ ფასი” ფორმა.