ბეტონის ქარხნები
ხშირად დასმული კითხვები :
კითხვა : 1 რა განსხვავება აქვს მოძრავ (მობილურ) და სტაციონალურ (ფიქსირებულ) ბეტონის ქარხნებს შორის ?
- ბეტონის სტაციონარული დანადგარები სასურველია 300-400 მ³ და მეტი ბეტონის ყოველდღიური წარმოებისთვის.
- გარდა ამისა, თუ ბეტონის ქარხნის გადატანაა საჭირო სხვადასხვა ობიექტებზე ყოველ 3-5 თვეში ერთხელ სწორი არჩევანია ბეტონის მობილური ქარხნის შეძენა.
- თუ პროექტი დიდია და ახლოსაა ბეტონის სტაციონალურ ქარხანასთან ან აპირებთ ბეტონის გაყიდვას საუკეთესო არჩევანია სტაციონარული ქარხანა, ასევე სამომავლოდ თუ დაგჭირდებათ ბეტონის წარმოების გაზრდა ეს შესაძლებელია მხოლოდ სტაციონარული ბეტონის ქარხნების გამოყენებით.
იმ შემთხვევებში, როდესაც ბეტონის ქარხნის დასამონტაჟებელი ფართი პატრაა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბეტონის მოძრავ ქარხანას. ასევე შეგვიძლია ვთქვათ ისიც რომ თითქმის იგივე მეთოდით ხორციელდება ორივე ტიპის ბეტონის ქარხნის სამონტაჟო სამუშაოები.
კითხვა: 2-) რა განსხვავებებია მშრალი სისტემისა და სველი სისტემის ბეტონის დამამზადებელ ქარხნებს შორის?
- ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება სველ სისტემასა და მშრალ სისტემას შორის; სველ სისტემებში, ყველა ავტომატურად აწონილი (აგრეგატი-ცემენტი-წყალი- დანამატი) მასალა შერეულია ბეტონის ამრევში და შემდეგ მზა ბეტონი თავსდება ბეტონ მზიდში გადასატანად. მშრალ სისტემებში, ყველა ავტომატურად აწონილი მასალა ჩაედინება უშუალოდ ბეტონმზიდში წყლის დამატებით და ნარევი მზადდება ბეტონის გადამზიდ ტრანს მიქსერში
კითხვა: 3-) შესაძლებელია თუ არა მშრალი სისტემის მქონე ბეტონის დამამზადებელი დანადგარი ნებისმიერ პროექტში ?
- მშრალი სისტემის არჩევა ნებისმიერი პროექტისთვის შეუძლებელია , ბლოკის, ფილის ან ბორდიურის წარმოებაში და საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს მდებარე ადგილებზე მშრალ სისტემას ვერ ვირჩევთ. ყველა სხვა პირობებში შეგვიძლია ავირჩიოთ მშრალი სისტემა.
კითხვა: 4-) რამდენი ტიპის ბეტონის ამრევი მიქსერი არსებობს ბეტონის ქარხნებისთვის ?
- არსებობს 3 სახის მიქსერი
- ბეტონის შემრევები განსხვავდება გამოსაყენებელი პროექტების მიხედვით მიხედვით.
1 ) PAN ტიპის ვერტიკალური ბეტონის ამრევი ( უმეტესად გამოიყენება ბეტონის ქარხნებში სადაც მზადდება ბეტონი ბლოკის და ფილის წარმოებისთვის)
2 ) ა) პლანეტარული ტიპის ტურბინული ამრევი ( გამოიყენება უფრო დაბალი წარმადობის მაქონე დანადგარებში 30-60 მ ³/სთ)
3 ) Twin – Shaft ( ორ მილიანი ბეტონის ამრევი გამოიყენება უმეტესად დიდი წარმადობის მქონე ქარხნებში 60-90-120 მ³/სთ ). დისკი უზრუნველყოფილია ორი ცალკეული ძრავისა და რედუქტორის დახმარებით. ამიტომ ერთ-ერთი ძრავის ან მექანიზმის გაუმართაობის შემთხვევაში სიმძლავრე განახევრდება და ბეტონის წარმოება შეიძლება გაგრძელდეს ერთი ძრავით.